ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კომპანია "პროსერვისის" ახალი ჰოსტინგ პროდუქტი NIXONIC.NET - მხოლოდ ახალგაზრდებისთვის
12/06/2009



კომპანია "პროსერვისის" ახალი ჰოსტინგ პროდუქტი
NIXONIC.NET - მხოლოდ ახალგაზრდებისთვის  

კომპანია "პროსერვისი" სიახლეს ამჯერად უშუალოდ ახალგაზრდებს სთავაზობს დამოუკიდებელი პროდუქტის, ახალგაზრდული ჰოსტინგის - NIXONIC.NET - სახით, ახალი, მოქნილი ფასებითა და მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ბილეთის ან მოსწავლის ბილეთის წარდგენის შემთხვევაში მომხმარებელი 3 თვიანი უფასო მომსახურებით დასაჩუქრდება, რათა ახლად შექმნილ პროექტს შეუქმნას განვითარების საშუალება.

ქართული ინტერნეტ ბაზრის, კერძოდ კი ვებ რესურსების განვითარებამ წარმოშვა მოთხოვნა მაღალი ხარისხის  ჰოსტინგ მომსახურებაზე, რომლის ახალ სეგმენტსაც წარმოადგენს ახალგაზრდული ჰოსტინგი, თავისი სპეციფიური და მაღალი მოთხოვნებით. ეს მოთხოვნები პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მქონე კომპანიამ სპეციალურად მათზე მორგებული პროდუქტით უნდა დააკმაყოფილოს, რათა ამ გზით ხელი შეუწყოს როგორც საკუთარი კომპანიის, ისე შესაბამისი ბაზრის განვითარებას.

სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ვებ პროექტების შექმნით დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვის ზრდასთან ერთად კომპანია ”პროსერვისმა” შესაბამისი კვლევებისა და გამოკითვების ჩატარების შედეგად ბაზარზე ახალი პროდუქტი - NIXONIC.NET გამოუშვა, რომელიც ორშაბათიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.

NIXONIC.NET -ის ერთ-ერთი უდიდესი პრიორიტეტი ვებ სივრცის დიდი მოცულობა და დაბალი ფასია, რომელიც ახალგაზრდებისათვის ფინანსურ შეღავათებზეა გათვლილი, ამასთან პროსერვისი არ ივიწყებს თავის პირველად პრიორიტეტს - მომსახურების მაღალ ხარისხს და ახალ სეგმენტს მომსახურების საუკეთესო პირობებს სთავაზობს, რაც ვებ პროექტის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. დაწვრილებითი ინფორმაცია ჰოსტინგის ტექნიკური ბაზისა და სპეციალური აქციების შესახებ ახალგაზრდებს შეუძლიათ NIXONIC.NET -ზე მიიღონ.

კომპანია პროსერვისი წარმატებას უსურვებს ახალგაზრდებს და NIXONIC.NET -ის საშუალებით ეცდება ხელი შეუწყოს მათ საინტერესო წამოწყებებს.

###

ჰოსტინგის შესახებ:

ჰოსტინგი წარმოადგენს სპეციალურ სერვერებზე გამოყოფილ დისკურ სივრცეს მაღალი სიჩქარის ინტერნეტითა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით.

პროსერვისის სხვა, უკვე კარგად ცნობილი ჰოსტინგ პროექტებია:

ბიზნეს ჰოსტინგი - http://proservice.ge/hosting.php

პორტალური ჰოსტინგი - http://www.webhosting.ge/

უფასო ჰოსტინგი, რომელიც პირადი ტიპის ვებ გვერდებზეა გათვლილი - http://site.ge/

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: ი. აბაშიძის 42, III სადარბაზო, I სართული
ტელ: 233 005; 508 333
ელ-ფოსტა: contact@proservice.ge
ვებ გვერდი: www.proservice.ge

წაკითხულია: 8162